მსოფლიო
ვფიქრობდი, ჩემი გაოცება შეუძლებელი იყო, მაგრამ ის რაც გუშინ ხდებოდა ქვეყანა შოკში ჩააგდო - პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კიევში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
პოროშენკოს თქმით, რუსეთი როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინაში ვითარება შიგნიდან არიოს.
ამის შესახებ პოროშენკომ იავოროვის პოლიგონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ვიზიტის დროს განაცხადა.
„მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ ზურგიდან მოგვაყენოს დარტყმა, შიგნიდან დაგვასუსტოს, ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს. მოსკოვში ძალებს არ იშურებენ ამისთვის, საკმარისი ფულიც აქვთ. და აქ გვარების დასახელება საჭირო არ არის. იცით, ვფიქრობდი, რომ ჩემი გაოცება შეუძლებელი იყო. მაგრამ, გუშინინდელმა მოვლენებმა მთელი ქვეყანა გააოცა და შოკში ჩააგდო“,-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


