კომენტარი
ვფიქრობ, რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით - სალომე სამადაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება და ამას არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა ხელს ვერ შეუშლის.
სამადაშვილის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში რუსეთმა საქართველოში თავისი გავლენა გააძლიერა. დეპუტატის თქმით, ამას ადასტურებს სუს-ის ანგარიში.
„ეს ძალიან კარგად დავინახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშიც, რადგან პირდაპირ მოუწია საქართველოს ხელისუფლებას დაფიქსირება, რომ რუსეთი აძლიერებს საკუთარ გავლენას საქართველოში. არანაირი ხედვა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ გამოწვევასთან დაპირისპირებისთვის არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებითა და მის მიერ გატარებული პოლიტიკით, რადგან საკუთარ პოლიტიკურ ამოცანებს რუსეთი საქართველოში წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ზახაროვას განცხადება ლოგიკური გამოხმაურება იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.
„რუსეთმა ძალიან კარგად გაიგო, რომ მას არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის და არც ადამიანების გატაცებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გზავნილი უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიო. გზავნილი იქნებოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შეწყვეტა იქამდე, ვიდრე არ მოხდებოდა ტატუნაშვილის მკვლელობაზე ადეკვატური რეაგირება რუსეთის მხრიდან; გზავნილი იქნებოდა საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა ცარიელი ქაღალდი მიიღო, რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნება პროცესებზე. რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან ადეკვატურად შეაფასა, რომ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა მას არ მოუწევს და შესაბამისად, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება ურთიერთობები, ამას ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებამაც“, - თქვა პარლამენტარმა.
ზახაროვას თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზება 2012 წელს დაიწყო.
„როცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა დაინტერესდა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრისიდან გამოყვანით, რომელშინ ისინი მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზების პროცესი, ამ წლების განმავლობაში მან მოიტანა ყველასტვის ცნობილი პოზიტიური შედეგები“, -თქვა ზახაროვამ.
რაც შეეხება „ტატუნაშვილის საქმის“ გავლენას ორი ქვეყნის ურთოერთობაზე, ზახაროვამ განაცხადა, რომ „ეს გაუმჯობესება ბევრს საქართველოსა და განსაკუთრებით მის ფარგლებს გარეთ არ მოსწონს. არაა გასაკვირი, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეებმა აიტაცეს „ტატუნაშვილის საქმე“. თუმცა, ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


