კომენტარი
ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება - აფგან მუხთარლის მეუღლე
ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება, - განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ რუსთავი 2-თან საუბრისას.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მოთხოვნა გამოძიების საფუძვლიანი ჩატარებაა, რაც მუსტაფაევას აზრით, ამ ეტაპზე არ ხდება.
”ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთ პარაგრაფში ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. ერთ-ერთი მოთხოვნა ქართული მხარის მიმართ არის ის, რომ გარანტირებული იყოს აზერბაიჯანელების უსაფრთხოება საქართველოში და არ მოხდეს მათი გადაცემა სამშობლოში.
რეზოლუცია ასევე მოითხოვს საქართველოდან საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას. აქ ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტარებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ქართული მხარე გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა.
ამ ეტაპზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს. პოლიციას უნდა მოეპოვებინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამბობენ, რომ გატაცების ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს. მათ აფგან მუხთარლისგან ჩვენება უნდა აიღონ. ქართველი სამართალდამცველები ამისთვის ბაქოში უნდა ჩავიდნენ, თუმცა ჩვენი აზრით, ისინი აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება,” - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


