კომენტარი
ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტმა სცადა, საკუთარ არგუმენტებზე მეტი აქცენტი გაეკეთებინა - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იცოდა, რომ მმართველ გუნდს ვეტოს გადალახვა შეუძლია, თუმცა ვეტოს გამოყენებით საკუთარი არგუმენტების მიმართ ყურადღების მიზიდვა სცადა.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობა იმ შენიშვნებსა და არგუმენტებს აუცილებლად ყურადღებით განიხილავს, რაც პრეზიდენტს აქვს წარმოდგენილი.
„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხება, საარჩევნო კომისიაში სამართლიანი პრინციპი შემოდის და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ადგილებზე პარიტეტული განაწილება აქვთ, რაზეც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნება.
საერთაშორისო კვლევებია ჩატარებული, რომლის გათვალისწინებით, თვითმმართველობების შემცირების ტენდენცია არაერთ ევროპულ ქვეყანაში შეინიშნება. ამ კვლევაში ჩანს, რომ თვითმმართველობის რეფორმები ევროკავშირშიც მიმდინარეობს და ცვლილებები, რომლებიც წარმოვადგინეთ, კოორდინაციის გაუმჯობესებასა და უფრო ხარჯთეფექტურ თვითმმართველობას ემსახურება. თვითმმართველობას რომ ვაძლიერებთ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად არ დგას და ახალ კონსტიტუციაში პირდაპირ მოცემულია თვითმმართველობის გაძლიერების გარანტიები.
ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტმა სცადა, საკუთარ არგუმენტებზე მეტი აქცენტი გაეკეთებინა. პრეზიდენტმა იცის, რომ უმრავლესობისთვის ვეტოს გადალახვა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი პასუხი ისეთივე არგუმენტირებული იქნება, როგორიც პრეზიდენტს საკუთარი სამოტივაციო ნაწილი მიაჩნია. არ ვფიქრობ, რომ ვეტოს გამოყენებით რაღაც განსაკუთრებული მოხდა. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ვეტოს გადალახვა შეგვიძლია, მაგრამ მან ვეტოს გამოყენებით სცადა, საკუთარ არგუმენტებზე მეტი ყურადღება მიეზიდა", - განაცხადა თალაკვაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


