კომენტარი
ვეთანხმები პრემიერს, რომ ბათუმში მომხდარი არეულობა ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაა - რომან კაკულია
საპარლამენტო უმრაველსობის წევრი რომან კაკულია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბათუმში მომხდარი არეულობა ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაა - ეთანხმება.
როგორც კაკულიამ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებაში არ დარჩა ეჭვი, რომ მომხდარი არ წარმოადგენდა სპონტანურ აქციას, და გამომდინარე იმ განცხადებებიდან რომელიც კეთდებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან, სწორედ ეს ეჭვი გაჩნდა.
„მათ მიერ განვლილი გზა, ის ეჭვები, რომლებიც არსებობდა ამ მოძრაობის სხვადასხვა წევრების საქმიანობის მიმართ, თუ განცხადებების საფუძველზე რომელიც გაკეთდა, ეს ქმნის სწორედ იმ მაღალი ალბათობის ეჭვს, რომ ეს არ იყო სპონტანური მოვლენები, რომ ეს იყო ორგანიზებული აქცია. ეს ერთი შეხედვითაც ცალსახად ჩანს და ამის ორგანიზებაში, რომ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა წარმომადგენლები მოიაზრებოდნენ, ჩემი აზრით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე ფიქრობს. ამიტომ, მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას“,-აღნიშნა დეპუტატმა
გიორგი კვირიკაშვილმა, გუშინ ბათუმში ყოფნის დროს 11-12 მარტს ქალაქში მომხდარ არეულობას მორიგჯერ გამოეხმაურა და აღნიშნა რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის კისერზეა“.
"მოთმინებით დაველოდეთ სანამ მუხტი არ ჩაცხრა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი და ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ორგანიზატორები პირდაპირ ჩანდა. მოწოდებებიც ისმოდა, და აქ დასამალი არაფერია და ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე და სწორედ მათ მოინდომეს ის რაც მოინდომეს. მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში ხალხის შეკრებას, რუსთვაში, ქუთაისში და 20–25 ადამიანზე მეტი ვერ მოაგროვეს. რა განმარტებებიც გააკეთეს შემდგომ ესეც მოვისმინეთ. ეს იყო აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა მათ კისერზეა",–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


