კომენტარი
ვერც კი დავუშვებ, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოზე ვინმე ზეწოლას ახდენდა - იან კელი
საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც რუსთავი2-ს შეეხებოდა, ვინმეს ზეწოლა მოეხდინა.
როგორც კელიმ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, სხვადასხვა სასამართლო ინსტიტუტებს საშუალება უნდა ჰქოდნეთ საფუძვლიანად შეისწავლონ რუსთავი2-ის საქმე და ეს საკითხი.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტია. არანაირი სახის დაშინების საფრთხეს ვერ ვხედავ ამ ინსტიტუტის მიმართ. ჩემი აზრით, მთავარია მივცეთ სხვადასხვა სასამართლო ინსტიტუტს საშუალება შეამოწმოს საქმის ყველა მხარე. ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს არის სამართლიანობის საფუძველი. ვერც კი დავუშვებ, რომ ევროპულ სასამართლოზე ვინმე ზეწოლას ახდენდა,“ - განაცხადა იან კელიმ, რომლის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
როგორც ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტამ, გადაწყვეტილება ერთი მოსამართლის მიერ, ერთპიროვნულად იქნა მიღებული.
8 მარტს კი, სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტს დატოვოს თუ არა მიღებული გადაწყვეტილება ძალაში, თუ საქმის შესწავლა დაიწყოს.
მონიკა დავლიანიძე
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


