კომენტარი
ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს - კახა კალაძე
ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება; ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს, - ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე „სითი პარკის“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ბიზნესგარემოსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას.
„ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, იმ ბიზნესკლიმატს, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია. ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორია, კომპანიაა, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული თუ უცხოური ბიზნესი. ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია. მე უამრავი მეგობარი მყავს ისრაელში და ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და ყველანაირი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ეს ინესტიციები განხორციელდეს. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ჩვენ მოვექცევით კანონის ფარგლებში. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას და მოექცეს კანონმდებლობის ფარგლებში",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


