უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 დეკემბერი, 2018 11:20
font-size

ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ - მამუკა ბახტაძე

ჩვენ ერთის მხრივ დავიცავთ ნებისმიერი მოქალაქის თუ მოქალაქეთა ჯგუფის უფლებას, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უპასუხისმგებლო ძალასთან “ნაციონალური მოძრაობის” სახით. სამწუხაროდ, სააკაშვილი ისე შეპყრობილია ხელისუფლების ხიბლით, სხვა არანაირი ფასეულობა არ გააჩნია და ყველაფერზე, მათ შორის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს პირად ინტერესს. ის თავიდან ბოლომდე შეპყრობილია იდეით, რომ იყოს ხელისუფლებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. ნურავის ექნება ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს. ჩვენი ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთ პრობლემებს გავუმკლავდეთ და გარწმუნებთ, გავუმკლავდებით ძალიან ეფექტურად. ჩვენ ერთის მხრივ დავიცავთ ნებისმიერი მოქალაქის თუ მოქალაქეთა ჯგუფის უფლებას, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ. ეს არ მოხდება და ასეთ შემთხვევაში ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. სწორედ ეს არის ის, რა ატმოსფეროს შექმნასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, რომ იქნება საზოგადოებრივი მღელვარება და დისონანსი. ასეთი რამ არ იქნება. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა, რომელიც ერთობლივი ძალით უნდა გადავლახოთ და გვჭირდება კონსოლიდაცია. ამას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი