მსოფლიო
ვერ ვხედავთ რისკებს, რომ ქართული მხარე შეთანხმების სააწინააღმდეგოდ მოიქცევა - სომხეთის პრემიერ-მინისტრი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ვერ ხედავს რისკებს იმაში, რომ საქართველო იმ მაგისტრალური გაზსადენის 25%-ანი წილის გაყიდვას გეგმავს, რომლის მეშვეობით რუსეთი სომხეთს გაზით ამარაგებს.
ამის შესახებ კარაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის მსვლელობის დროს განაცხადა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ გარიგება მალე გაფორმდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენთვის რისკებს ვერ ხედავ. აქციების 25% -ის მფლობელი, ვერ იქონიებს მნიშნელოვან გავლენას და ჩვენ ვერ ვხედავთ რისკებს, რომ ქართული მხარე შეთანხმების სააწინააღმდეგოდ მოიქცევა“,-აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
ამასთან, კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის რისკები იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ წილის გაყიდვა მოიმატებს.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ვითარება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს შეეხება.
„თუ მოვლენების ამგვარი ვითარება მოხდა, ჩვენ მეგობრულ ქვეყანასთან დიალოგისთვის არგუმენტები გვექნება. მაგრამ იქამდე, მათი საკუთრების მხოლოდ 25% აქციების გაყიდვის შემთხვევაში, ჩვენ, როგორც მინიმუმ, არაკორექტულები ვიქნებით, თუ სხვა ქვეყნის სახელმწიფო საქმეში ჩავერევით“,-აღნიშნა კარაპეტიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


