კომენტარი
ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში უკრაინის პრემიერის უკანასკნელი ვიზიტის დროს შეთანხმება მოხდა ქართულ მხარესთან – სალომე სამადაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების საკითხს ბრიუსელში მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან დასვამს.
სამადაშვილის განცხადებით, სააკაშვილის უკანონო დაკავება და დევნა პეტრო პოროშენკოს პრობლემა უნდა გახდეს.
"ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური სივრციდან განდევნილი იქნა მიხეილ სააკაშვილი სამართლებრივი გზით, დღეს იმავეს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი. ცდილობს, რომ თავიდან მოიშოროს ოპოზიციური პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას.
გუშინ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე ვისაუბრე ამ საფრთხის შესახებ, რომ პოროშენკო სააკაშვილის სამართლებრივ დევნას და დაკავებას შეეცდებოდა.
დღეს პოლიტიკურ ასამბლეაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, მე შესაბამის შეფასებას გავაკეთებ. გუშინ ამაზე ისაუბრა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, რომ ეს საფრთხე არსებობდა. დღეს შევხვდები ევროკავშირის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელობას, ჩავაყენებთ საქმის კურსში ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გახდეს პრობლემა ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობაში. იმიტომ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც დემოკრატიული პრინციპების არსებობა არ სურს, არ შეიძლება ევროპასთან დაახლოებაზე და გაწევრიანებაზე პრეტენზიას აცხადებდეს. ეს საკითხი, მნიშვნელოვანი პრობლემა გახდება პოროშენკოს ევროკავშირთან ურთიერთობაში"- განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, პოროშენკოს მთავარი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იყოს.
"ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში უკრაინის პრემიერის უკანასკნელი ვიზიტის დროს შეთანხმება მოხდა ქართულ მხარესთან. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეთანხმება შედგა, სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებთ.
ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან მკვეთრი წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა ერთის მხრივ უკრაინის ხელისუფლებამ და რომელსაც გადაკვეთს ასევე საქართველოს ხელისუფლება, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში პატიმრობაში აღმოჩნდება. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი დაუჯდება, როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყნის ხელისუფლებას. ეს არის ორი ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმის გარიგება დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ"- აღნიშნა სამადაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


