კომენტარი
ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში უთანხმოებაა- სოფიო კილაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ეკონომიკურ რეფორმასთან დაკავშირებით განხეთქილებაა, არ ადასტურებს.
ამასთან, კილაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად, ეკონომიკურ რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკა ნორმალური პროცესია.
„ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა არახალი არის. ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეც უნდა იყოს და ასეც არის. ეს ჩვენი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება გუნდში უთანხმოებას, ნამდვილად ვერ დავადასტურებ და სწორად ბრძანა ბატონმა პრემიერმა, რომ ჩვენ აუცილებლად ამ 4-პუნქტიან გეგმას მივიყვანთ ბოლომდე. ის მიზნები რომლებიც დავისახეთ, რომლებიც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ შევასრულებთ, ამას აუცილებლად შევასრულებთ“,-აღნიშნა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


