კომენტარი
ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდებით - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება პოზიტიური, რადგან წინასწარი პოზიტიური დასკვნა უკვე მიღებულია.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად გამგზავრებამდე განუცხადა.
მისი თქმით, მას ექნება შეხვედრა კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან.
„გვექნება შეხვედრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან და ასევე მის გენერალურ მდივანთან, გვექნება საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე. მოლოდინი რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში, აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის რა თქმა უნდა, პოზიტიური“,-აღნიშნა პარლამენტის თავმდჯომარემ.
ვენეციის კომისია საკუთარი დასკვნის გასაჯაროებას კვირის ბოლომდე გეგმავს.
მონიკა დავლიენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


