მსოფლიო
ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ევროკავშირი
ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანების განცხადებით, ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. განცხადებას მხარს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო უჭერს. ერთდაერთი ქვეყანა, რომელიც მას არ შეუერთდა, უნგრეთია.
„ევროკავშირი ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს არ გააჩნია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს.
ევროკავშირი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, ისინი მჭიდრო კონტაქტში არიან აშშ-თან, რათა კრიზისი მოლაპარაკებით, დემოკრატიულად გადაწყდეს.
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ. ვენესუელის დემოკრატიის აღდგენისა და მიმდინარე კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზად ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემა რჩება.
ამ კრიტიკულ დროს აუცილებელია, რომ ყველა მხარემ სრულად პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ვენესუელაში ამჟამად დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმარი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოები მჭიდრო კოორდინაციით მუშაობენ ევროკავშირის მოქალაქეების, მათ შორის ვენესუელაში უკანონოდ დაკავებული პირების უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


