კომენტარი
ველოდებით სააპელაციო სასამართლოს, დავსახავთ ამოცანებს რისთვისაც ბრძოლას ვაპირებთ - გიორგი ფანცულაია
ე.წ ციანიდს საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, ადვოკატები საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან საკანში პერიოდულად შედიან და დღევანდელი შეხვედრაც გეგმური იყო.
ამის შესახებ ფანცულაიამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
„პერიოდულად შევდივართ მამა გიორგისთან, რომ გავიგოთ, ხომ არ ხდება მისი უფლებების დარღვევა. ასევე იცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერიოდულად უარესდება. ამ შემთხვევაშიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ მიზეზითაც შევდივართ. ამასთან, ახლო მომავალში ველოდებით იმას, რომ დაინიშნება სააპელაციო სასამართლოს სხდომები. შესაბამისად, ამ სასამართლოზეც ძალიან ბევრი სამართლებრივი დეტალია გასააზრებელი. ჩვენი დღევანდელი შესვლა იყო გეგმური, ვინაიდან დაისახოს ის მომავალი ამოცანები, რისთვისაც მომავალში ბრძოლას ვაპირებთ“,- განაცხადა ფანცულაიამ.
დეკანოზისა და მეუფე დიმიტრის გუშინდელ შეხვედრაზე საუბარისას, ფანცულაიამ აღნიშნა, რომ „რაც უფრო დრო გავა, მეუფე დიმიტრი დეკანოზის ნათქვამს გადახედავს“.
„მეუფე დიმიტრიმ დეკანოზისგან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო“,- აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


