კომენტარი
ველოდები, რომ იოსებ გოგაშვილი თანამდებობას დატოვებს და ის იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში - ელისო კილაძე
,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორი, ელისო კილაძე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე განხორციელებული თავდასხმის შემკვეთად სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ასახელებს.
კილაძე შს მინისტრს მიმართავს და მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ძალიან მაინტერესებს რატომ არის დამალული შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა ქვეყანაში მოხდა ასეთ მნიშვნელოვანი ფაქტი და რატომ არ აკეთებს ის კომენტარებს. იმედია არ თვლის, რომ ეს სპექტაკლია ან სპექტაკლის რომელიმე მორიგი სერია. ველოდები მთავრობის რეაქციას იმ განცხადებებზე, რაც ჩემი მხრიდან გაკეთდა გუშინ, ველოდები იმას, რომ გოგაშვილი თანამდებობას დატოვებს და არა მხოლოდ დატოვებს არამედ ის იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი გუშინ საკუთარ სახლთან დაესხა თავს.
გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


