კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წელს 37 მილიონს ხარჯავდა და არა 50 მილიონს
პირველი არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 39 მილიონს ხარჯავდა და მითიურია, რომ მას ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი აქვს. როგორც 1tv.ge წერს, ეს განცხადება მაღლაფერიძემ „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პარლამენტის თავმჯდომარის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ 50 მილიონი. იცით, რომ ეს 50 მილიონი სინამდვილეში 39 მილიონია? ეს მნიშვნელოვანი საკითხია. 10-11 მილიონიან სხვაობაზეა საუბარი. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ მაუწყებელი ხარჯავს 50 მილიონსო, სინამდვილეში მაუწყებელი 2017 წელს ხარჯავდა 39 მილიონს. ეს 50 მილიონი არის მითიური ციფრი”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძე მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს..
„კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმიტომ კი არა, რომ ვინმე კარგია, არამედ იმიტომ, რომ კანონით ასეა დადგენილი. თითოეული ლარი და თეთრი არის არა მარტო გაკონტროლებული, არამედ ღიად არის სამსჯავროზე გამოტანილი და ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, რომ რაიმე დაიმალა. აქ წამოსვლამდეც კი, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაც არის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მივაწოდე ინფორმაცია, მათ შორის ჩემი ანაზღაურების შესახებ”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
მაუწყებლობის შესახებ კანონზე პარლამენტის თავმჯდომარის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


