უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

23 მაისი, 2025 09:42
font-size

ვაშინგტონში ტერორისტმა მოკლა ახალგაზრდა წყვილი მხოლოდ ერთი მიზეზით, უნდოდა ებრაელების მოკვლა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას გმობს.

„გუშინ ღამით ვაშინგტონში საშინელება მოხდა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ახალგაზრდა ლამაზი წყვილი. იარონმა ახლახან იყიდა საქორწინო ბეჭედი სარასთვის. ისინი აპირებდნენ ახალი და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას. იარონი და სარა არ იყვნენ შემთხვევითი დანაშაულის მსხვერპლნი. ტერორისტმა, რომელმაც ისინი სასტიკად მოკლა, ეს მხოლოდ ერთი მიზეზით ჩაიდინა, მას უნდოდა ებრაელების მოკვლა. როდესაც ის მიჰყავდათ, სკანდირებდა: „თავისუფლება პალესტინას!“ ეს ზუსტად იგივეა, რაც 7 ოქტომბერს გვესმოდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და მძევლების შესახებაც ისაუბრა.

„საბოლოოდ, ჩვენ ვაპირებთ დიდი უსაფრთხო ზონების შექმნას ღაზის სამხრეთით. პალესტინის მოსახლეობა იქ გადავა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ჩვენ სხვა ზონებში ბრძოლას გავაგრძელებთ და იქ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ „ჰამასის“ ჩარევის გარეშე. ამ დროისთვის ჩვენ ნება დავრთეთ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოებს, შესულიყვნენ ღაზაში. ვფიქრობ, გუშინ 100-ზე მეტი სატვირთო შევიდა. დღეს კიდევ მეტი შევა. რაც შეეხება მძევლებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი გათავისუფლებისთვის. მზად ვარ დროებითი ზავისთვის, რათა მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ და თქვენც უნდა მოითხოვოთ, რომ ჩვენი ყველა მძევალი გათავისუფლდეს. ეს უნდა მოითხოვოს ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ. ჩვენ ინტენსიურ შვიდფრონტიან ომში ვართ, რომელიც ირანმა და მისმა მარიონეტებმა ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და მარკ კარნი „ჰამასის გამხნევებაში“ დაადანაშაულა.

„თქვენ კაცობრიობის და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ისრაელს სანქციებს დაუწესებენ, თუ განახლებულ სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს არ მოხსნის.

წყარო

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი