კომენტარი
ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის გარემოებათა მსხვერპლი - მეუფე გრიგოლი
მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის გარემოებათა მსხვერპლი, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ.მატროსოვის ციხესთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რომელიც მამა კახაბერთან ერთად გუშინ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს შეხვდა.
როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, შეხვედრაზე მათ ისაუბრეს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი თხოვნაა, რომ „ციანიდის საქმეზე“ სიმართლე დადგინდეს.
„ბუნებრივია, რომ სურვილი გამიჩნდა შევხვედროდი და პირადად მომესმინა მისგან ის, რისი თქმაც სურს. მეორეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატიმრის მონახულება. ეს ძალიან კეთილი საქმეა. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს არის სასულიერო პირსა და მორწმუნე ადამიანს შორის საუბარი, რომელიც დაცულია და პირადად მას რაიმე განცხადების გაკეთება არ უთხოვია. შესაბამისად, იმ საუბრის გამჟღავნება, რომელიც ჩვენს შორის შედგა, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
რაც შეეხება კითხვას, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე ზიარების საკითხი, მეუფე გრიგოლის განმარტებით, დეკანოზ მამალაძის ზიარების საკითხში თვითონ ჩართული არ არის.
მისივე განმარტებით, მამა გიორგის ამ დროისთვის მღვდელთმსახურება შეჩერებული აქვს.
„ამ საკითხში მე არ ვარ ჩართული იმ კუთხით, რომ განგვეხილა მისი ზიარება-არზიარების საკითხი. რა თქმა უნდა, ეს თემა არის დამაფიქრებელი. სასურველია, რომ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს, მიეცეს ზიარების საშუალება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა და აქვე, იმედი გამოთქვა, რომ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ჭეშმარიტება დადგინდება.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხში დროთა განმავლობაში მეტი ნათელი შემოვა. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია იგი მხოლოდ ერთ–ერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ეს ჩემი კითხვებია, არ გაფანტულა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ იგი დამნაშვეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


