კომენტარი
ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე უარი განაცხადა
ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ მედიას, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აცნობა, რომელიც ე.წ მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს დაახლოებით 2,5 საათის განმავლობაში ხვდებოდა.
რაც შეეხება საკითხს რჩება თუ არა ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილის ფრთასთან, ნიკა მელიას თქმით, ამის შესახებ მერაბიშვილი განცხადებას სტრასბურგში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ეს არის მისი პოზიცია დღეს. მას შემდეგ, რაც იქნება გამართული სტრასბურგში სასამართლო პროცესი, რომელიც მარტის თვეში არის ჩანიშნული, მას შედმეგ ასევე რაც გადაწყვეტილება იქნება ცნობილი სტრასბურგის სასამართლოსი, ამის შემდეგ ბატონი მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიცია არის, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აღარ არის“,-აღნიშნა მელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


