კომენტარი
ვალების განულების პროექტი საარჩევნო პოპულიზმის აუცილებლობამ შვა, იურიდიულად ტოტალურ მოსყიდვას რომ უტოლდება - ნატო ჩხეიძე
პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვალების განულების პროცესს ეხმიანება.
,,სერიიდან:
ის, რაც ხდება...
ვალების განულების პროექტი საარჩევნო პოპულიზმის აუცილებლობამ შვა, იურიდიულად ტოტალურ მოსყიდვას რომ უტოლდება, ხოლო პრაქტიკულად ჩვეულებრივი აფიორაა..
ბანკს ხომ უკვე დაკარგული ჰქონდა დასაკარგი და დანაკლისს რახანია გადახდისუნარიანი მოსახლეობისათვის მაღალი პროცენტებით არეგულირებს.
აღმასრულებლსაც აღარაფერი აქვთ ამოსაღები და ფონდ ქართუსგანაც ბევრი არაფერი ან სულ არაფერი იქნება დასაფარი. და იმ ვალიანებსაც გადაუხდელობის საწუხარ- სადარდებელი რა ხანია დავიწყებული აქვთ.
ახალი წლიდან კი ისეთი და იმნაირი რეგულაციებია დაგეგმილ-ასამოქმედებელი, რომ “შავ სიაში” ნამყოფებს კი არა, არანაირ სიაში მყოფებსაც ერთობ გაუჭირდებათ კრედიტის აღება.
აფიორა- პოპულიზმით კი ძველ წელს გადააგორებს ხალხზე მზრუნველი ჩვენი მთავრობა და მერე კიდევ რამეს როგორმე მოიფიქრებს...“ - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


