კომენტარი
ვაკვირდებით და ვსწავლობთ სხვადასხვა ანგარიშებს, თუმცა ჩვენი აზრი გაგვაჩნია საქართველოში არსებულ პროგრესზე - იანოშ ჰერმანი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, იგი აკვირდება ყველა ანგარიშს, რომელსაც საქართველოს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ.
თუმცა, როგორც ელჩმა საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, მას საქართველოში არსებულ პროგრესზე საკუთარი აზრი გააჩნია.
„ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ სხვადასხვა ანგარიშებს, განსაკუთრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, თუმცა ჩვენი აზრი გაგვაჩნია საქართველოში არსებულ პროგრესზე, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში. ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ანგარიში, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის მოსაზრება“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
Human Rights Watch-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში.
ანგარიშში საქართველოც მოხვდა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე მედიის თავისუფლების საკითხებზე და ლგბტ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


