კომენტარი
ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შემეცოდა - კახა ქემოკლიძე
ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შემეცოდა იმის გამო, როგორც ბატონი ივანიშვილი მოექცა, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვებას, პალიტრა ნიუსის ეთერში.
კახა ქემოკლიძის თქმით, ვახტანგ გომელაური დასანქცირდა ყველაზე მძიმე სანქციებით და ამ ფონზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება „ადამიანურად ძალიან მძიმეა“.
„ვახტანგ გომელაური ადამიანურად ძალიან შემეცოდა იმის გამო, როგორც ბატონი ივანიშვილი მოექცა. მე ვფიქრობ, რომ ის ყველაზე მეტად დაზარალდა, შიდა პოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკურად, სანქციებით. ყველაზე მეტი და მძიმე სანქციები, ამ პლანეტაზე თუკი რამე არსებობს, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ წევრებში, მათ შორის ძალიან ცუდ ადამიანებში, ბატონ გომელაურს მოხვდა. ამ ფონზე, როდესაც მას უშვებენ, პოლიტიკური აფილაცია და შეფასებები რომ გვერდით გადავდოთ, ადამიანურად ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


