უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ოქტომბერი, 2018 10:45
font-size

უცებ ვარკვევთ, რომ სარდაფში ვზივართ - ლიკა ბასილაია-შავგულიძე

„ჩვენ ვექვემდებარებით მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილს ამ ქვეყანში და ძალაუნებურად, რომ ვერ ვცვლით ამ სიტუაციას, მძევლებიც ვართ, პაიკებიც ვართ , - ეს განცხადება საინფორმაციო პორტალ „ევროპა საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, ტელეკომპანია “რუსთავი2“ -ის გადაცენა „არჩევანის“ ეთერში ქვეყანაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი მმართველობა არსებობს, ხოლო „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა აჩვენა, რომ ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა.

„ის (ფარცხალაძე) არის ჩრდილოვანი ძალოვანი სტრუქტურა, რაღაც დაჯგუფება. ის მარტო არ არის, როგორც ჩანს, არიან შეიარაღებული ხალხი მის გარშემო. არ ვიცი, რაღაც პენტაგონის ტიპის რაღაც სტრუქტურა აქვს გაშენებული, სახლია თუ რა ხდება იმ სარდაფებში. გაუგებარია აბსოლუტურად, საიდან გაუჩნდა ეს ამხელა ფული და არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებელი, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფერზე ბატონ არჩილს (თალაკვაძე) სიტყვაც არ დასცდენია, გარდა იმისა, რომ, თურმე, გაყალბებული ყოფილა ეს ჩანაწერები,“ - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანა არ ვითარდება და მისი თქმით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა.
"უცებ ვარკვევთ, რომ სარდაფში ვზივართ და როდის დაგვეცემა თავზე ფარცხალაძე და რომელიმე სადამსჯელო რგოლი და სად მიდის ჩვენგან გადახდილი გადასახადები, სიმწრით ნაშოვი, შეკოწიწებული შემოსულები სად მიდის და ვის მიაქვს სინამდვილეში, რომელ ყულაბაში ჩაედინება, ჩვენ ეს არ ვიცით და ვითხოვთ პასუხებს და იმის გამო რომ პასუხებს ვითხოვთ, ამიტომ ვხდებით აგრესიის მსხვერპლი, წინასაარჩევნოდ მითუმეტეს?" - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი