კომენტარი
უპრეცენდენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები - ნინო ლომჯარია
უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, - ასე აფასებს სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში შეტევას მესამე სექტორზე.
ომბუდსმენმა გასული წლის შეჯამებისას ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
შემაჯამებელ დოკუმენტში მოხვდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, რომელსაც ნინო ლომჯარია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე წარიმართა საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველი, ასევე მეორე ტური.
„ძალიან დაძაბულ, პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი, განსაკუთრებით კი მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,“ - ამბობს ომბუდსმენი.
ლომჯარიას შეფასებით, განსაკუთრებით აგრესიული კამპანია იყო მიმართული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.
„უპრეცენდენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩევლებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის და მოსყიდვის შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტების შესახებ ინფორმაცია,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


