მსოფლიო
უნგრეთში ჯორჯ სოროსის მიერ „დაქირავებული ხალხის“ სია გამოაქვეყნეს
უნგრეთში მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ „დაქირავებული“ 200-ზე მეტი ადამიანის სია გამოქვეყნდა, რომლებსაც ადანაშაულებენ მთავრობის ჩამოგდებისა და ქვეყანაში მიგრანტთა შეშვების მცდელობაში.
ჩამონათვალში შესული არიან უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრები, როგორიცაა Amnesty International-ი, ან საერთაშორისო გამჭვირვალობა; ასევე ლტოლვითა უფლებადამცველები, გამომძიებელი ჟურნალისტები და სოროსის მიერ დაფუძნებული ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტის ლექტორები და თანამშრომლები.
სიაში წარმოდგენილი ადამიანების ნაწილი ცოცხალი აღარაა.
აღნიშნული ჩამონათვალი გამოქვეყნდა ყოველკვირეულ ბიზნესჟურნალ Figyelo-ში, რომელიც 2016 წლის შემდეგ სამთავრობო ინტერესებს იცავს.
წინა თვეში ქვეყნის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მთავრობამ იცის უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის „დაქირავებული ჯარის“ 2000 წევრის ვინაობა, ვინც მთავრობის დამხობაზე მუშაობს.
ორბანი კვირას ხელახლა აირჩიეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად. ის გამოირჩევა ანტისაიმიგრაციო და ანტისოროსული განწყობებით.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


