მსოფლიო
უნგრეთში ათასობით ადამიანი ე.წ „მონური“ შრომითი კანონის წინააღმდეგ გამოვიდა
პარასკევ საღამოს სულ მცირე, 5000 ადამიანი საპროტესტოდ გამოვიდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერა შრომით კანონპროექტს, რომელსაც მოწინააღმდეგეებმა „მონური კანონი“ უწოდეს.
მომიტინგეებმა ბუდაპეშტის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე. დემონსტრანტები ლოზუნგებს სკანდირებდნენ, თუმცა რამე შეტაკება არ მომხდარა.
ახალი შრომითი კანონი ზეგანაკვეთური საათების გაზრდას ითვალისწინებს და დამსაქმებელს ამ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების სამი წლით გადავადების უფლებას ანიჭებს.
თუ კანონს არ გააუქმებენ, პროფკავშირები და ოპოზიცია გეგმავენ, 5 იანვარს აქცია ჩაატარონ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


