მსოფლიო
უნდა ვიყო იმ ხალხის გვერდით, ვის მიმართ მთავრობა რეპრესიებს ატარებს - იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოცხადდა
კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იულია ტიმოშენკო მივიდა.
როგორც ტიმოშენკომ იქ მყოფ ჟურნალსიტებს განუცხადა, ის იმ ხალხის გვერდითაა, ვის მიმართ მთავრობა „რეპრესიებს ატარებს“.
„ მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო იმ ხალხთან ახლოს, ვის მიმართ მთავრობა რეპრესიას ატარებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს პოლიტიკური რეპრესიებია, ესაა ოპონენტებზე ანგარიშსწორება, რომ არანაირი სამართალი ამ სასამართლოსა და ძალოვან სტრუქტურებში არ არსებობს. უნდა დავიცვათ თავისუფლება, დემოკრატია და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დღეს ძალიან უხეშად ექცევიან“, -თქვა ტიმოშენკომ.
ამ წუთებში კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ. „ახალი ძალთა მოძრაობის“ ლიდერს საპატიმრო კაბინიდან გასვლის საშუალება მისცეს. სააკაშვილი თავისი ადვოკატის გვერდით ზის.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


