კომენტარი
UN 3439-ის კოდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ (რაც პრაქტიკულად დაადასტურა ირაკლი კობახიძემ) წარმოადგენს `ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის` დარღვევას - ნინო ლომჯარია
ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშრებით საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ UN 3439-ის კოდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის" დარღვევას წარმოადგენს.
მისი თქმით, აქციების დასაშლელად არსებობს ნებადართული რამდენიმე ნივთიერება, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და სხვა, რომელთა გამოყენებასაც თავისი წესები აქვს.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს დეკლარირება გაუკეთონ თითოეულ ქიმიკატს, რომელსაც მასების მართვის მიზნით ინახავენ.
„მეგობრებო, პროპაგანდამ არ დაგაბნიოთ, უნდა იცოდეთ, რომ:
"ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია" აქციების დროს პოლიციას უფლებას აძლევს გამოიყენოს მხოლოდ ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებიც:
- იწვევს სწრაფ სენსორულ გაღიზიანებას,
- აქვს დროებითი, მოკლევადიანი ეფექტი,
- გაღიზიანება წყდება ქიმიური ნივთიერების ადამიანზე ზემოქმედების შეწყვეტისთანავე.
UN 3439-ის კოდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ (რაც პრაქტიკულად დაადასტურა ირაკლი კობახიძემ) წარმოადგენს "ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის" დარღვევას, ვინაიდან, ამ კოდის ქვეშ არსებულ ქიმიურ ნაერთებს აქვს:
- მაღალი ტოქსიკურობა;
- მათი ზემოქმედება არ წყდება მყისიერად;
- აქვს გრძელვადიანი ეფექტი;
- იწვევს სასუნთქი გზების ძლიერ გაღიზიანებას;
- ხანგრძლივ ფიზიოლოგიურ და ნევროლოგიურ ეფექტებს;
არც ერთი კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღნიშული ნივთიერებები არ არის აღიარებული, როგორც მასების მართვისთვის დასაშვები საშუალება.
შესაბამისად, მათი გამოყენება პროტესტის დასაშლელად, როგორც ქიმიური იარაღის, აკრძალულია, და კონვენციურად გაუმართლებელია!
აქციების დასაშლელად არსებობს ნებადართული რამდენიმე ნივთიერება, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და სხვა, რომელთა გამოყენებასაც თავისი წესები აქვს, რასაც თუ არ დაიცავ, ასევე, ხდება უკანონო (მაგალითად, არ შეიძლება დახურულ სივრცეში, დიდი ოდენობით, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ალყაში მოქცევის დროს - აღნიშული გარემოებები ისედაც დარღვეული ჰქონდა შსს-ს შარშანდელი აქციების დარბევისას).
თუმცა, კიდევ ერთზელ, UN3439 კოდით არსებული არც ერთი ნივთიერების გამოყენება დასაშვები არ არის აქციების დაშლის დროს.
ასევე, კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს დეკლარირება გაუკეთონ თითოეულ ქიმიკატს, რომელსაც მასების მართვის მიზნით ინახავენ. ახლა გასარკვევია, იყო თუ არა ეს ნივთიერება სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული?
და მთავარი კითხვა, რა ნივთიერება გაურიეს წყალს?" - წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


