კომენტარი
უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით - კახა კალაძე
უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაზე მთავარი რაც დღეს ქვეყანას სჭირდება, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.
"პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ აუცილებლად და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია. არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადებები - შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


