მსოფლიო
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას
უკრაინა მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში — კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანის გულუხვი მასპინძლობით — შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინაში მდგრადი მშვიდობის აღდგენისკენ.
ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს მათი ქვეყნის დაცვის საქმეში და შეთანხმდნენ, რომ ახლა არის დრო, დაიწყოს გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი.
უკრაინულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის ძლიერი მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი პროგრესი.
უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივ, დროებითი 30-დღიანი ზავის ამოქმედების შესახებ, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და რომლის მიღება და ერთდროული შესრულება რუსეთმაც უნდა იკისროს. აშშ რუსეთს აცნობებს, რომ მშვიდობის მიღწევის მთავარი პირობა არის რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
ამასთან, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მოხსნის შეჩერებას სადაზვერვო მონაცემთა გაზიარებაზე და განაახლებს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებას.
დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა მშვიდობის პროცესის ფარგლებში, განსაკუთრებით ზემოხსენებული ზავის პერიოდში, რაც მოიცავს სამხედრო ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პატიმრების გათავისუფლებას და ძალით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.
ორივე დელეგაცია შეთანხმდა, დაასახელოს მოლაპარაკებებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. აშშ დათანხმდა, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობის პროცესში ევროპელი პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართული.
დაბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მალე შეიმუშაონ ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებას, რაც გააძლიერებს უკრაინის ეკონომიკას და უზრუნველყოფს მისი გრძელვადიანი კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას,” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


