მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებათა კანონპროექტს პირველივე მოსმენაში მხარი დაუჭირა. კანონპროექტი აუქმებს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, რის გამოც საარჩევნო სისტემა სრულიად პროპორცილზე გადადის. ცვლილებებს მხარი 226 დეპუტატმა დაუჭირა.
გარდა ამისა, ცვლილებებში გათვალისწინებულია გენდერული კვოტები. ანუ, პარტიის სიის ყოველ 5-ეულში 2-ზე ნაკლები ქალი-დეპუტატი არ უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული კანონპროექტი ეთანხმება უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებიოთ რადამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის გადაყენების საკითხს. 102 დეპუტატი წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 31-მა ხმა მისცა ავაკოვის გადაყენების სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, ავაკოვის გადადგომის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მისი შვილი ალექსანდრე დააკავეს 14 მილიონი გრივნის გაფლანგვის ბრალდებით.
უმაღლესი რადას სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი შეკრება 17 ოქტომბერს დაწყებული საპროტესტო კამპანიის გაგრძელებაა.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


