მსოფლიო
უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე 69 პირზეა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლი
უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ შეგინში 10 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილე 69 პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროტოკოლია შედგენილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. ინფორმაცია „ინტერფაქს-უკრაინას“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა მიაწოდა.
„დღეისთვის შედგენილია პროტოკოლი 69 პირზე. ეს ის ხალხია, ვინც იდენტიფიცირებულია“, -თქვა სლობოდიანმა.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტის 14 მონაწილე, ძირითადად მედიასაშუალებების წარმომადგენლები, გამოცხადნენ გამშვებ პუნქტში, სადაც ხელი მოაწერეს შესაბამის ოქმს.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა აღნიშნულ პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


