მსოფლიო
უკრაინის პროკურატურაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თემურ ნიშნიანიძე დაიბარეს
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში თემურ ნიშნიანიძე დაკითხვაზე დაიბარეს. - ამის შესახებ Укринская правда წერს.
ამჟამად ნიშნიანიძე საქველმოქმედო ფონდს На Благо Одессы-ს ხელმძღვანელობს.
პროკურატურის თანამშრომლებმა თეიმურაზ ნიშნიანიძეს განუცხადეს, რომ ის ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით.
პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ პეჩორსკის სასამართლოში ნიშნიანიძესთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვენ.
2016 წლის 26 მაისს პროკურატურის გამომძიებლებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიევის სამმართველომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო ღონისძიებები სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდა. მათ შორის, ერთ-ერთი საქმე გაიხსნა 2012-2013 წლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირებისთვის დღგ-ს არაკანონიერი ანაზღაურების გამო.
როგორც 2016 წლის 20 მარტს გახდა ცნობილი, თეიმურაზ ნიშნიანიძესთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნიშნიანიძემ საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы-ს სახსრების გაფლანგვა მოახდინა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


