უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 თებერვალი, 2026 12:15
font-size

უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდეს, მაგრამ „ტერიტორიას არ დათმობს“

უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდეს, მაგრამ „ტერიტორიას არ დათმობს“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდა, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ლიდერების ოჯახების წინააღმდეგ და უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი მიაწოდოს, რადგან მხოლოდ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს მოსკოვს, მოლაპარაკებები სერიოზულად აღიქვას.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს ძალა, დაასრულოს ომი, მაგრამ მოსკოვზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოახდინოს.

„შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს თავად ჰგონიათ. ვფიქრობ, მათ ნამდვილად აქვთ პუტინზე ზეწოლა შესაძლებლობა. მათ შეუძლიათ ამ ომის შეჩერება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ რამდენად ახლოსაა უკრაინა მშვიდობის მიღწევასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ნოემბერში ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე შეიძლება, მოხდეს.

„ახლა ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს. ეს დამოკიდებულია ამ თვეებზე, გვექნება თუ არა ომის შემოდგომამდე დასრულების შანსი. არჩევნებამდე, მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. მშვიდობის მიღწევა თუ შესაძლებელი იქნება, ახლა ეს ფანჯარა გვაქვს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სლავიანსკის და კრამატორსკის დათმობა უკრაინისთვის წითელი ხაზებია.

„ეს ჩვენი ტერიტორიაა და წარმოუდგენლად უცნაურად ჟღერს, რატომ უნდა გავიდეთ ჩვენი მიწიდან? რატომ დაიკავეს ის, ჩვენი მიწა და ვერავინ შეძლებს მათ იქიდან განდევნას. ჩვენ თუ ამ ტერიტორიიდან გავალთ მაგალითად, სლავიანსკში ამ წუთას, ამ წუთას 200 000 ადამიანი და მას რუსები დაიკავებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი