მსოფლიო
უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ყირიმის ჩამოსაცილებლად - ვიქტორ იანუკოვიჩი
უკრაინიდან გაქცეულმა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ყირიმის დაკარგვის საკუთარ ვერსიაზე ილაპარაკა. მისი მტკიცებით, უკრაინის მოქმედმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ნახევარკუნძულის მოსახლეობა მათგან გამოცალკევებულიყო.
„რატომ ჩააბარეს ყირიმი? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ყირიმის უკრაინისგან ჩამოსაცილებლად, რათა პრობლემური ტერიტორიისგან თავი დაეღწია. ბევრი მოწმის ჩვენების საფუძველზე, რომლებიც სასამართლოზე წარდგნენ, შეიძლება ზუსტად თქმა, რომ კონკრეტული ნაბიჯები ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესანარჩუნებლად იმათ მიერ, ვინც კიევში ხელისუფლება დაიკავა, გადადგმული არ ყოფილა. იმ მომენტში მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სამთავრობო პორტფელის დაყოფა.
4 წლის შემდეგ ეს ფაქტები ცნობილი და გასაგებია. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობაზე, როგორ მოხდა ეს და რატომ, პასუხი მარტივია - ყირიმელები ეძებდნენ საშუალებას საკუთარი თავისა და ოჯახების დასაცავად. ყირიმი მარტო ტერიტორია არაა, ეს უპირველეს ყოვლისა, ხალხია და მათ მიიღეს გადაწყვეტილება. ის იყო იძულებითი და პროგნოზირებადი. ამის მიუხედავად, არ უნდა იყოს უგულებელყოფილი ფაქტი, რომ რუსეთთან დაცვის ძიების იდეასა და რეფერენდუმის დაუყოვნებლის ჩატარებას უკრაინის იურისდიქციიდან გამოსვლის შესახებ ყირიმელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა“, - განაცხადა იანუკოვიჩმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთთან შეერთებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


