მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის საქართველოსი ექსტრადირებას არ გამორიცხავს - აპოსტროფი
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ არ გამორიცხა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლის შემთხვევაში მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება.
ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა „აპოსტროფი“ იუწყება ერთ-ერთი ბლოგერის, ნიკოლაი ფელდმანის ფეისბუკპოსტზე დაყრდნობით.
ფელდმანის ინფორმაციით, 1-ელ აგვისტოს ლუცენკო ბლოგერებს შეხვდა, სადაც სააკაშვილზე ისაუბრა.
როგორც ფელდმანს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ეკატერინა ზოლოტარევმა მისწერა, ლუცენკო არ საუბრობდა სააკაშვილის დაუყოვნებლივ ექსტრადირებაზე.
„მან [ლუცენკომ] განაცხადა, რომ თუ ქართველები ხელმეორედ მიმართავენ, მაშინ კანონით ის ამას გააკეთებს. იმაზე კი არ უთქვამს, რომ ეგრევე ექსტრადირებას უპირებს მას [სააკაშვილს]“, - დაწერა ზოლოტარევმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შევსებისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება. სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


