მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორი იოური ლუცენკო გადადგა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას თქვა.
ცნობისთვის, ის საკანონმდებლო ორგანოში გამოიძახეს აქტივისტისა და ხერსონის მერის მოადგილის, ეკატერინა გაძიუკის საქმესთან დაკავშირებით.
„რომ აღარ დარჩეს არანაირი ეჭვი, რომ ვინმე ხელისუფლებას ებღაუჭება, მე დღეს უკრაინის პრეზიდენტს მივმართავ გადადგომის თხოვნით. და თქვენ პარლამენტში უნდა განიხილოთ ეს საკითხი. ვთხოვ, ამ კვირაში ქნათ ეს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და გავაკეთებ“, -დასძინა გენპროკურორმა.
ლუცენკოს განმარტებით, მისი გადადგომა უკავშირდება იმას, რომ მას არ „შეუძლია, დაუშვას ორხელისუფლებიანობა ქვეყანაში, როცა სამართალდამცავ სისტემას ანადგურებენ მტკიცებულებების გარეშე გახსნილი დანაშაულის გამოც“.
ორი დღის წინ გახდა ცნობილი 34 წლის განძიუკის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ივლისში გოგირდის მჟავა გადაასხეს. ამის გამო რადაში აქტივისტზე თავდასხმის საქმის საფუძვლიანი გამოძიება მოითხოვეს, მათ შორის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
ლუცენკოს ინფორმაციით, განძიუკზე თავდასხმის საქმეში 12 პირია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ მან დეპუტატებს აუწყა, სანამ გადადგომის შესახებ განაცხადებდა.
გარდა ამისა, უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და სასამართლოს დროს მთავარი პროკურორი სწორედ იური ლუცენკო იყო.
იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტს 2016 წლის 12 მაისიდან იკავებდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


