მსოფლიო
უკრაინის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა - უმაღლესმა რადამ პეტრო პოროშენკოს ინიციატივას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინადადებას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
წინადადების მიხედვით, საომარი მდგომარეობა 26 ნოემბრიდან 25 იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტეს საომარი მდგომარეობის ხანგძლივობის 30 დღემდე შემცირება. ასევე გადაწყდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც იგეგმებოდა, გაიმართება 2019 წლის 31 მარტს.
პოროშენკომ განხილვისას განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობა უკრაინის ყველა რეგიონზე არ გავრცელდება, არამედ ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ასევე დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებსა და უკრაინის შიდა წყლებზე აზოვის ზღვის-ქერჩის აკვატორიაში.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


