მსოფლიო
უკრაინელმა სპეცრაზმელებმა სააკაშვილის მხარდამჭერი ქალი დააკავეს - მან იმ მანქანის მინა ჩაამტვრია, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზის
უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის 50 წლამდე მხარდამჭერი ქალი. მან იმ ავტომობილის მინა ჩაამტვრია, რომელშიც სააკაშვილი ზის.
სპეცრაზმელები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ მანქანის გამოყვანას კიევის ცენტრიდან, რომელშიც დაკავებული ოდესის ექს-გუბერნატორი ზის. დროდადრო პოლიციასა და აქტივისტებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ხდება, სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერმა დაზიანებები მიიღეს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ, რაც 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


