მსოფლიო
უკრაინელმა სეპარატისტებმა ახალი სახელმწიფო „მალარასიის“ შექმნის შესახებ განაცხადეს
უკრაინის სეპარატისტული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო „მალარასია“.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ სახით, რომლითაც ის არსებობდა, ვერ აღდგება. ჩვენ, უკრაინის ყოფილი რეგიონების წარმომადგენლები ყირიმის გამოკლებით, ვაცხადებთ ახალი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინის შემცვლელია. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ახალ სახელმწიფოს „მალარასია“ ერქმევა, რადგან თვით სახელწოდება უკრაინამ საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინა“, - თქვა ზახარჩენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკა „დონბასის“ ლიდერის თქმით, „მალარასიას“ დედაქალაქი დონეცკი იქნება, ხოლო კიევი შეინარჩუნებს ისტორიულ-კულტურული ცენტრის სტატუსს. ზახარჩენკოს თქმით, ბოგდან ხმელნიცკის დროშა მალარასიის სახელმწიფო დროშა გახდება.
მისივე თქმით, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები ერთადერთი ტერიტორიებია უკრაინაში, ყირიმის გამოკლებით, სადაც „კანონიერი ხელისუფლებაა“ შენარჩუნებული.
ზახარჩენკოს ინფორმაციით, „მალარასიაში“ პირველი სამი წელი იმოქმედებს საგანგებო სიტუაცია.
„ქაოსისგან თავდასაცავად ვთავაზობთ საგანგებო სიტუაციის ამოქმედებას სამი წლის ვადით. ამ დროის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი პარტიის საქმიანობა, ამ პერიოდში იწყება გამოძიება ოდესაში, მაიდანზე, დონბასში მომხდარი დანაშაულების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მოწვევით“, -განაცხადა ზახარჩენკომ.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


