მსოფლიო
უკრაინელები ვერ მოახერხებენ რუსეთის მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებას - აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში
უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინა ვერ დაიბრუნებს. ამის შესახებ ბიბისის უკრაინული სამსახური წერს.
„რა თქმა უნდა, უკრაინელები ვერ მოახერხებენ რუსეთის მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებას. რუსეთი ძალზედ ძლიერია. თუმცა რუსეთისთვის მომდევნო შეტევის ფასი უკვე გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება. და თუ ეს ასეა, მაშინ მათ, ვინც მოსკოვში სხედან, უნდა დასვან კითხვა, რას მივიღებთ ამისგან? ჩვენ დანაკარგები გვაქვს, რუსი ჯარისკაცები იღუპებიან უკრაინაში. ჯერ არ ჩანს, რომ რუსეთს უკრაინიდან წასვლა სურს“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.
ვოლკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ახალ შემოტევას ამერიკული ლეტალური იარაღი შეაჩერებს.
„თუ უკრაინა ვერ მოახერხებს თავისი პოზიციების შენარჩუნებას, ეს მოსაწვევი იქნება ახალი შემოტევებისთვის. ხოლო ამ იარაღის მიწოდება რუსეთს მიახვედრებს: ვერ მიიღებთ მეტს, თუკი ამისთვის მაღალ ფასს არ გადაიხდი“, -თქვა ვოლკერმა.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


