მსოფლიო
უკრაინელ ი დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა
კიევის ცენტრში უკრაინელ დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლოვს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვიაჩესლავ სობოლოვი კიევის საოლქო საბჭოს წევრია. თავად სობოლოვი სროლის შედეგად არ დაშავებულა.
„ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახარების მანქანაში, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა,“ - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერ უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სობოლოვი ასევე არის დონეცკელი ბიზნესმენი. 2010-2011 წლებში ის „ნაფტოგაზის“ დირექტორი იყო.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


