მსოფლიო
უკრაინაში რეფორმები უკარინელებმა უნდა გაატარონ - უკრაის პრემიერ-მინისტრი
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, უკრაინაში უკრაინელებმა უნდა გაატარონ რეფორმები.
როგორც გროისმანმა „112 უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, უკრაინის წინა მთავრობა ბოროტად იყენებდა მინისტრობის პოსტებზე ჩართულ უცხოეთის მოქალაქეებს.
„ვფიქრონ, გარკვეულ პერიოდში ჩვენ ამით [უცხოელი სპეციალისტების მოწვევით] ბოროტად ვისარგებლეთ. უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა კი უფრო მეტად. მაგრამ, შეგვიძლია მოვიწვიოთ ესა თუ ის სპეციალისტები, რომლებიც ცნობილია, თუმცა დიდწილად, ჩვენი სახლი დამოუკიდებლად უნდა ავაშენოთ“, -განაცხადა გროისმანმა.
შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში უკრაინის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მაგალითად, უკრაინის ეროვნული პოლიციის თავმჯდომარისა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებს საქართველოს მოქალაქეები ხატია დეკანოიძე და ეკა ზღულაძე იკავებდნენ. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი ლიტვის მოქალაქე აივარას აბრომავიჩუსი იყო, ხოლო ფინანსთა მინისტრი აშშ-ის მოქალაქე ნატალია იარესკო.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


