მსოფლიო
უკრაინაში ნატოში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება
უკრაინაში ნატოში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანული გამოცემისთვის Hamburger Abendblatt-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ოთხი წლის წინ რეფერენდუმის ჩატარების იდეას უკრაინელების მხოლოდ 16 % უჭერდა, ამჟამად ეს რიცხვი 54%-მდე გაიზარდა.
„როგორც პრეზიდენტი, მე ჩემი ხალხის აზრით ვხელმძღვანელობ და ნატოში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩავატარებ“,-განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, თუ ამის სურვილს რეფერენდუმზე უკრაინელი ხალხი დააფიქსირებს.
პეტრო პოროშენკოს არაერთხელ განუცხადებია, რომ ნატო-ში შესვლა უკრაინის სტრატეგიული მიზანია.
გასული წლის ივლისში, ნატოს სამიტზე, უკრაინამ და ალიანსმა მხარდაჭერის კომპლექსურ პაკეტს მოაწერეს ხელი, რომელიც 40 სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


