მსოფლიო
უკრაინაში ნატო-ს ახალი ოფისი გაიხსნა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში, ალიანსის ახალი ოფისი გახსნა. გახსნაზე მან პირობა დადო, რომ უკრაინას მომავალშიც გაუწევს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას.
„ეს უმნიშვნელოვანესი დღეა უკრაინა-ნატოს პარტნიორობისთვის არამარტო იმიტომ, რომ ნატოს წარმომადგენლობა ახალ სახლში გადადის, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობის 20 წლისთავს ავღნიშნავთ“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო უკრაინასთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.
„მხარდამხარ ვდგავართ უკრაინასთან მის ბრძოლაში სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და ჩვენი დახმარების განმტკიცებას გავაგრძელებთ ბევრ სფეროში. ახალი ოფისი მოგცვემს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ, რომ უკრაინას რეფორმირების პროცესში, ასევე ქვეყნის თავდაცვისუანრიანობის ამაღლებაში დავეხმაროთ “,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
დღესვე, კიევში უკრაინის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის თაოსნობით ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა გაიმართა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


