მსოფლიო
უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ ექნებათ
უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, დიპლომატების გარდა, არ შეუშვებენ საკონსულოებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა.
„უკრაინის შსს იუწყება, რომ კვირას, 2018 წლის 18 მარტს უსაფრთხოების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომლებიც მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე: კიევში, ხარკოვში, ოდესასა და ლვოვში, არ ითვალისწინებს არჩევნებში ხმის მისაცემად რუსეთის მოქალაქეების შეშვებას ამ ობიექტებში“, - განაცხადა ავაკოვმა.
მინისტრმა დაამატა, რომ 21 თებერვალს უწყებამ რუსეთის შსს-ს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც მოითხოვა, რომ მოსკოვმა არ ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ყირიმში.
„უკრაინის შსს-მ აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობით დაწესებულებებში ხმის მიცემა დაიშვება მხოლოდ იმ პირობით, თუკი რუსეთი შეასრულებდა უკრაინული მხარის ზემოთ ნახსენებ მოთხოვნას. დღეისთვის რუსეთის ფედერაციას არ უთქვამს უარი თავის უკანონო განზრახვებზე“, - აღნიშნა ავაკოვმა.
ამ პირობებში კიევმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუშვას არჩევნების ჩატარება, რომელიც უკრაინის კანონს არღვევს.
„შსს მიმართავს რუსეთის ფედერაციის დიპლომატებსა და მოქალაქეებს, უკრაინის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ, არ მოახდინონ სიტუაციის პროვოცირება, დაიცვან წესრიგი და უკრაინის კანონები“, - დააბოლოვა ავაკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


