მსოფლიო
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გაძევებას ითხოვენ
უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო ქვეყნიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გაძევებას ითხოვს.
როგორც პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სააკაშვილი უმაღლეს რადასთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
„ომის პირობებში დედაქალაქში ქაოსის ორგანიზება, იმისათვის რომ ხელისუფლებას დაეუფლო - უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული საშინელი დანაშაულია. ტიმოშენკო და სააკაშვილი, რომლებიც კრემლის ფულებით მაიდანის პაროდიას აწყობენ - უკრაინის მტრები და ცინიკოსები არიან!
ამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა გააძევონ არალეგალი სააკაშვილი საქართველოში, კორუფციაში ჩაფლულ ტიმოშენკოს კი, პასუხს თავად უკრაინელები გასცემენ.
მოვუწოდებ, ყველა პატრიოტს გაერთიანებისკენ, რომ შევაჩეროთ კრემლის აგენტურის თარეში“,-დაწერა ოლეგ ლიაშკომ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


