მსოფლიო
უკრაინაში არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობები, ტერორიზმთან და კიბერთავდასხმებთან ბრძოლა - ნატო-ს 2019 წლის პრიორიტეტები
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენგერბმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2019 წლის პრიორიტეტები დაასახელა - ესაა უკრაინაში არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობები, ასევე ტერორიზმისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა.
აღნიშნული საკითხი მან ბელგიურ RTBF-თან ინტერვიუში განიხილა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ისევე როგორც გასული 70 წელი, მომავალშიც მშვიდობის შენარჩუნებისთვის იმუშავებს.
„ნატო-ს მთავარი მიზანი რიგი საფრთხეების წინაშე მომზადებაა. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, ავირჩიოთ მხოლოდ ტერორიზმი ან რუსეთის მხრიდან მომდინარე სულ უფრო აგრესიული კიბერთავდასხმები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთდროულად ყველა გამოწვევის წინაშე უნდა მოემზადოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


