მსოფლიო
უკრაინამ, შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს
16 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაძლოა, მიიღოს შესწორება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული მუხლი შევა დონბასის რეინტეგრაციის კანონპროექტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ მეორე მოსმენით იმავე დღეს უნდა განიხილოს. ამის შესახებ კომერსანტს „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა და ამ დამატების ავტორმა ივან ვინიკმა განუცხადა.
„დონბასის რეინტეგრაციის კანონპროექტში, რომელსაც რადამ მეორე მოსმენით უნდა განიხილოს, რუსეთი ქვეყანა-აგრესორად იქნება გამოცხადებული. იმედია, ხმებს დააგროვებს. ამის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება იქნება დანაშაული უკრაინის საგარეო უწყების მხრიდან. ეს ურთიერთობები ფაქტობრივად გაწყვეტილია. ელჩები არაა, საელჩოებში კი პირველი რანგის დიპლომატები არ მუშაობენ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ეს გაწყვეტა საკანონმდებლო დონეზე“, - განაცხადა ვინიკმა.
შესწორების მიღების შემდგომი ეტაპია პეტრო პოროშენკოს შესაბამისი განკარგულებაა, რის შემდეგ უკრაინაში რუსული დიპლომატიური სამსახურები დაიხურება, ხოლო რუსეთში - უკრაინული.
კიევში ფიქრობენ, რომ მოსკოვში მათ ინტერესებს ან ბელორუსია, ან შვეიცარია დაიცავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


