კომენტარი
უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით - იან კელი
აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ჩასვლას ზოგადი კომენტარით გამოეხმაურა.
,,ჩვენ საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაქვს. თუმცა მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ვერ შევაფასებ იმას თუ რა ხდება უკრაინაში. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამჭირვალობა და ვიმედოვნებთ, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული პროცესები იქნება სამართლებრივად გამართული. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამბობს კელი.
ცნობისათვის, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


